Tuesday, 20 August 2013

სასწავლო პროექტი

                                       სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება- რატომ იქცა პატრიოტიზმი ქართველ რომანტიკოსთა ძირითად თემად?


პროექტის იდეა-პროექტის ფარგლებში მოსწავლეები 2 კვირის განმავლობაში გაეცნობიან ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებას. ასევე ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და გაცვლიან მოძიებულ ინფორმაციას. პარალელს გაავლებენ ქართველ და ევროპელ რომანტიკოსთა შემოქმედებაში. ამის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას ამ თემასთან დაკავშირებით.

პროექტის აქტუალობა- პრეზენტაციის შემდეგ ისინი დაინახავენ განსხვავებას და მსგავსებას ქართველ და ევროპულ რომანტიზმს შორის  და გააცნობიერებენ განსხვავების მიზეზეზებს სათანადო მაგალითებზე დაყრდნობით და თვალსაჩინოების გამოყენებით.

პროექტის მიზნები- მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციის დახარისხების, ანალიზის, კრეტიულობის, კრიტიკული აზროვნების უნარები.

მოსწავლეთა ასაკი-  15-16 წელი
პროექტის ვადები-2 კვირა



მოსალოდნელი შედეგები-პროექტის შედეგად შეიქმნება ფოტოები, რეპორტაჟი,  წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია.

პროექტისთვის საჭირო რესურსები-ალ.ჭავწავაძისა და გრიგოლ ორბელიანის პირადი წერილები, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება. გოეთეს შემოქმედება, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა-მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ რომანტიკოსების თემა, გავაკეთებთ პრეზენტაციას და განვათავსებთ სკოლის ვებ გვერძე.

  საგნებთან კავშირი-ისტორიასთან, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ხელოვნებასთან.

პროექტის ხელმძღვანელი- შორენა გავაშელაშვილი
ელ.ფოსტა Shorenagavashelashvili@gmail.com
ბლოგი- shorenagavashelashviliblogspot.com



No comments:

Post a Comment